ნაწილი პირველი
ინჟინერი ისკრა არ ველოდი, ისე მოულოდნელად მეწვია. ინჟინერ ვაცლავ ისკრად გამეცნო და აღელვებულმა გამომიცხადა, რომ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება სურდა. ჰო, რა თქმა უნდა.
ჩემ კითხვაზე, რატომ ამირჩია ამისთვის სწორედ მე, მოხუცმა მიპასუხა, რომ ჩემი საქმიანობის გამო სურდა ჩემთან საქმის დაჭერა. სხვებმა შეიძლება არ დამიჯერონ, დამცინონ და ბოლომდე არც კი მომისმინონ.
ვთხოვე პალტო გაეხადა და ოთახში შევიპატიჟე.
ადრიანი ზამთრის საღამო იყო. მოწყენილი ვიჯექი სახლში მარტო. კარგი, მომიყვეს თავის ამბავს. ცხელი ჩაი დავუსხი და მოსასმენად მოვემზადე.
თავიდან თავის ტრავმაზე ყვებოდა წყვეტილად, თან ხშირ-ხშირად ჩალურჯებულ საფეთქელზე იდებდა ხელს. დიდი გაჭირვებით გავიგე მისი სიტყვებიდან, რომ სახლში ფეხი დაუცდა და მაგიდის კუთხეს ჩამოარტყა საფეთქელი, როდესაც გონს მოეგო ყველაფერი გაახსენდა.
გაახსენდა ორმოცი წლის წინანდელი ამბავი, რომელიც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მიხვდა, რომ ამის შესახებ აუცილებლად უნდა ეამბნა ვინმესთვის, ახლავე, ვიდრე გონებამ ისევ არ უმტყუნა. მას ჩემი მოსკოვური მისამართი ჰქონდა, ერთი წლის წინ გაუგია რედაქციაში, ჩემთან სტუმრობას აპირებდა სხვა საქმის გამო, რომელიც სხვა დროისთვის გადაედო, ახლა კი გამოადგა და მაშინვე მოვიდა ჩემთან. გაუმართლა, რომ სულ ახლოს ცხოვრობდა, აქვე ქუჩის გადაღმა.
შესავალი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, მოხუცს ძალა გამოელია და ცოტა ხნით დადუმდა. ფრთხილად შევეკითხე:
— როგორც ჩანს, რაღაც ძალიან მძიმე და საშინელი გადაგხდათ თავს?
ინჟინერი ისკრა გამოცოცხლდა.
— საშინელი? არა, ეს ასე არ არის. წარმოუდგენელი! ასე უფრო სწორი იქნება. უკვე ორმოცმა წელმა განვლო, მთელმა ცხოვრებამ გაიარა და მხოლოდ ახლა გამახსენდა. გამიგებთ, როდესაც ყველაფერს მოგიყვებით.
ისევ დადუმდა. როგორღაც სიფრთხილით შევყურებდი და არაფერს ვეკითხებოდი. ბოლოს ძალა მოიკრიბა და ინჟინერმა ისკრამ დაიწყო მოყოლა.
რაც უფრო ეხვეოდა მოგონებებში, მით უფრო მშვიდდებოდა და მეტყველებაც უფრო გამოუკეთდა.
მეორე მსოფლიო ომამდე, დიდი ხნით ადრე, ოციანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში ჩამოვედი.
მქუხარე, მშვენიერი დრო იყო! შენება, შენება და შენება. იმ დროს საბჭოთა კავშირში უცხოელ სპეციალისტებს იწვევდნენ. მეც მომიწვიეს ორი წლის კონტრაქტით. სპეციალობით გეოლოგი ვარ. რამდენი საინტერესო ექსპედიცია ჩატარდა: ურალი, ციმბირი, შორეული აღმოსავლეთი. მაგრამ ჩემი მონათხრობი ეხება ბოლოს, შუა აზიას. ალაისის ქედის მთისძირს. საკმაოდ რთული ამოცანა იყო შესასრულებელი. შურაბის ქვანახშირის საბადოებში უნდა მოგვეძებნა რკინის მადანი. იმ დროს რუსეთისთვის რკინა ისევე მნიშვნელოვანი იყო, როგორც პური. ეს იყო (იდგა) 1929 წელი; წარმომიდგინეთ ორმოცი წლის წინანდელი. მაშინ ასე გასივებული არ გახლდით. ოცდაექვსი წლის ვიყავი. ახალგაზრდა, მხნე, საქმიანობის და თავგადასავლების წყურვილით აღსავსე. წარმომიდგინეთ?
მაღალი მთების ქედი, რომელიც პამირთან არის დაკავშირებული და ცოტათი უთმობს მას თავისი მწვერვალების სიმაღლით. ეს კლდეების, შვერილების, უფსკრულების და ხეობების დიდებული და ველური გროვაა. და ყოველივე ამის ზემოთ მარად თეთრი მწვერვალების ქედებია, რომლებიც ისეთ სიმაღლეზეა აღმართული, რომ ვერც კი ხვდები, მთებია ეს თუ ღრუბლები. და აი, ამ სრულყოფილ ქაოსში მიწევდა მუშაობა, სადაც ზოგჯერ წყალს ოქროს ფასი ჰქონდა, სადაც მორიელები, ტარანტულები და სხვა უწმინდური არსებები ირეოდნენ ერთმანეთში, სადაც ჯერ კიდევ ბასმაჩების ბანდის დარჩენილ ნაწილებთან შეიძლებოდა შეხვედრა, რომლებიც ინგლისური კარაბინებით იყვნენ შეიარაღებულები, სადაც სამხრეთული მზის მცხუნვარება ორმოც გრადუსს აღწევდა ჩრდილში. ამ საშინელ ადგილზე და ამ მშვენიერ ჯოჯოხეთში გვიწევდა მუშაობა. ჩვენი ჯგუფი არც ისე დიდი იყო — სულ ჩვიდმეტი ადამიანი.
ჯგუფის მეთაური იყო ნიკოლაი ფიოდოროვიჩ პლავუნოვი, მაღალი, გოლიათური აღნაგობის ცისფერთვალება ქერა კაცი ფართო, მოოქროსფერო წვერით. ის ორმოცდა რვა წლის იყო, მაგრამ გაცილებით ახალგაზრულად გამოიყურებოდა. შემდეგი პლავუნოვის ქალიშვილი, სტუდენტი ნატაშა იყო. ასევე, სტუდენტი იური კარცევი. აი, ეს იყო კაცი! მზის ენერგიის გროვა და არა ადამიანი. სუსტი აღნაგობის, გამხდარი, შავგვრემანი, მაგრამ როგორი გონიერი! როგორი მშვენიერი ამხანაგი იყო! მეორე ინჟინერ-გეოლოგი იყო მზვერავთა რაზმში. ეს იყო სამძებო ჯგუფი. ექვსკაციანი დაცვის ჯგუფი და მათი უფროსი, ოცდასამი წლის სერიოზული ახალგაზრდა პეტრე ლაპინი. შემდეგ ადგილობრივი მაცხოვრებლები: ვირების ოთხი მწყემსი და მეგზური ხარბეკ ზაქიროვი თავისი ათი წლის ბიჭით რასულით. ვინაიდან შინ ვერავისთან ტოვებდა, თან დაატარებდა მას მთაში. ჭინკა რასულსაც სწორედ ეს უნდოდა. ყველა უფროსი ათამამებდა და რასულჩიკს ეძახდნენ. მაშ ასე, ორი თვის განმავლობაში დავეხეტებოდით მოწითალო-მორუხო მთებში, დავცოცავდით კლდეებზე, ჩავდიოდით ღრმა ხეობებში, ვიდრე, ბოლოს და ბოლოს, არ მივაგენით რკინის საბადოს. რა უნდა ვთქვა ამ დროზე? ამ დროისთვის ძლიერ შემიყვარდა ნატაშა პლავუნოვა. მოკლედ, ნატაშა ჩემი საცოლე სწორედ იმ დროს გახდა, როდსაც შავი მთის